20 აპრილს თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის
მიერ დადგმული სპექტაკლის „მომკალ მომკალ ჩემო კარგო“ ქართულენოვანი
პრემიერა გაიმართა. პრემიერა გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო
დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ჩატარდა. ამის შესახებ თეატრის
დირექტორმა თურგაი ველი-ზადემ „მარნეულის“ რადიოს აცნობა.
მისი თქმით, სპექტაკლში მონაწილეობდნენ თათია ბაქრაძე, ტელმან
ისფაჰანლი, სოფიო ფერაძე და მანზერ სადიყოვა.
„ქართულ ენაზე წარმოდგენილმა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.
მაყურებელმა იგი მაღალი შეფასებით მიიღო და აპლოდისმენტებით
დააჯილდოვა. სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური
მხარდაჭერით განხორციელდა“, – განაცხადა ტურგაი
ველიზადემ.
სპექტაკლი თურქი მწერლის, აზიზ ნესინის პიესის „მომკალი, ძვირფასო“
მიხედვითაა დადგმული და კომედიური ჟანრისაა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გაფორმების ავტორია
გიორგი აფხაზავა.