19 აპრილს მარნეულში გაიმართა აშუღ გულაიეთ ველიევას ლექსების
კრებულის - “მელოდება ერიიყარი” - პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, პოეტები,
აშუღები, ასევე ავტორის ოჯახის წევრები.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში აზერბაიჯანელი
მასწავლებლების კავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით.
ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს გულაიეთ ველიევას ცხოვრებასა და
შემოქმედებაზე. მათ ავტორს მიულოცეს და უსურვეს ახალი შემოქმედებითი
წარმატებები.
ღონისძიების დასასრულს ავტორის შვილიშვილმა ლექსი წაიკითხა.
პრეზენტაცია კი აშუღი ხელოვანების შესრულებით დასრულდა.