მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
გამარტივებული წესით შეისყიდა სპექტაკლის 50 ბილეთი.
მარნეულის მერიამ ბილეთები ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის
აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისაგან
შეისყიდა.
გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, თეატრმა თავად
მიმართა მერიას ბილეთების შესყიდვის თხოვნით.
„მიზანშეწონილად მიმაჩნია სპექტაკლის ბილეთები შევიძინოთ
მარნეულელი აქტიური ახალგაზრდებისათვის, რათა მოხდეს მათი
დაინტერესება და მოტივაცია ეზიარონ თეატრალურ
შემოქმედებას“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის
მოხსენებით ბარათში
მარნეულის მერიამ 50 ბილეთი 27 აპრილს გამართულ სპექტაკლზე „კუკარაჩა“
დასასწრებად შეისყიდა. ერთი ერთეული ბილეთის ღირებულება 20 ლარია.
მერიამ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ პროფესიულ
სახელმწიფო დრამატულ თეატრს ჯამში 1 000 ლარი გადაუხადა.
რადიო „მარნეული“