მარნეულში ზელიმხან იაგუბის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „შენ მიერ დარგულ ხეს მიეყრდენი“ გაიმართა
3 მაისს მარნეულში „აზერბაიჯანის სახლისა“ და საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კავშირის ინიციატივით, თურქული სამყაროს გამორჩეული პოეტის, ზელიმხან იაგუბის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და სპექტაკლი „შენ მიერ დარგულ ხეს მიეყრდენი“ გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში ჯავიდ მეჰრემოვი, TİKA-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სალიჰ ოზერი, დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ

იუსუბოვი, პროფესორი შურედინ მამედლი, საზოგადოებისა სხვა წარმომადგენლები და ასევე მოსწავლეები.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა „აზერბაიჯანის სახლისა“ და საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის დირექტორმა მეჰებბეთ იმანოვმა, რომელმაც ისაუბრა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მისი თქმით, ზელიმხან იაგუბის მდიდარი მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით რეგულარულად ტარდება ღონისძიებები. შემდეგ სიტყვით გამოვიდა საელჩოს წარმომადგენელი ჯავიდ მეჰრემოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ყოველთვის ღირსეულად აფასებს სახალხო პოეტის ხსოვნას და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას მომავალ თაობებს გადასცემს.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ არიფ სულეიმანოვი, ჰუსეინ იუსუბოვი, შურედინ მამედლი, პოეტის ახლო მეგობარი რამიზ ბაქიროვი, დმანისის განათლებისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი კამრან ხიდიროვი და სხვა მომხსენებლები. მათ ისაუბრეს ზელიმხან იაგუბის შემოქმედებაზე, მის როლზე თურქულ სამყაროში და ლიტერატურაში შეტანილ წვლილზე.

ღონისძიების მხატვრულ ნაწილში ესმირა ალეკბარლის ავტორობით შექმნილი სპექტაკლი მოსწავლეებმა დადგეს. დასასრულს პოეტის ოჯახის სახელით გამოსულმა მისმა ძმამ, ჩინგიზ იაგუბოვმა, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ღონისძიების მაღალი დონისთვის. ღონისძიება ჩაის სუფრით დასრულდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები