საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის (GAIM) ორგანიზებით
ბავშვთა დაცვის
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
მარნეულელი მხატვრის, ხაიალა მუსტაფაევას პერსონალურ გამოფენაზე
სახელწოდებით
“ჩემში დარჩენილი ბავშვური სული”
წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ბავშვობის
სიწმინდეს, ადამიანის სულის ყველაზე მგრძნობიარე
ემოციებს და
ცხოვრების მრავალფეროვან ფერებს.
ორგანიზატორები ხელოვნების მოყვარულებს, საზოგადოებისა და მედიის
წარმომადგენლებს ღონისძიებაზე დასასწრებად იწვევენ.
გამოფენა 2026 წლის 31 მაისს, 13:00 საათზე, „აზერბაიჯანის სახლში“
(AtaHolding) გაიმართება.