„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გთავაზობთ ჯანმრთელობის სრულ შემოწმებას
თანამედროვე მედიცინაში პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ამიტომ, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი”, გთავაზობთ ჩექაფ (Check-up) პროგრამებს, რომლებიც სრულად არის მორგებული თქვენს ასაკზე, სქესსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

Check-up არ წარმოადგენს მხოლოდ კვლევების ერთობლიობას, ეს არის სისტემური და მიზანმიმართული მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციას. პროცესის მაქსიმალური კომფორტისა და ეფექტურობისთვის, თითოეულ

პაციენტს თან ახლავს პერსონალური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების სწრაფ, გამართულ და კომფორტულ მიღებას თითოეულ ეტაპზე.

უმაღლესი საერთაშორისო JCI აკრედიტაციის მქონე „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ყველა დიაგნოსტიკური კვლევა ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს შედეგების სიზუსტესა და სანდოობას.



ჩექაფ პაკეტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 322 009 009

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები