„კულტურის ცენტრი“ ადრეული ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას გამართავს
დღეს, 26 ოქტომბერს მარნეულის მასშტაბით, ადრეული ქორწინებისა და მისი უკუშედეგების შესახებ, ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში დღეს მარნეულელებს შეხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გაიმართება ფოტოგამოფენა და იქნება სპექტაკლ „აირწინაღის“ პრემიერა.

კამპანიის ფარგლებში 26 ოქტომბერს 17:00–18:00 საათზე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა თემაზე ,, ადრეული ქორწინების მიზეზები და შედეგები“. შეხვედრას წარმართავს სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში– მარი გვიდიანი.შეხვედრას დაესწრებიან სკოლის დირექტორები, მოსწავლეები, მშობლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

18:00–19:00 საათზე კულტურის სახლის ფოიეში მოეწყობა ფოტოგამოფენა. ფოტოატელიე ქელას ფოტოების სერია ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ადრეული ქორწინების შედეგად გოგონები ხვდებიან.

19:00–20:00 საათზე კულტურის სახლის სცნაზე შედგება რეჟისორ გოჩა ხვიჩიას სპექტაკლი ,,აირწინაღის“ პრემიერა
ნების საწინააღმდეგო ქორწინება. ჩამორთმეული განათლების მიღების უფლება, შეზღუდული პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, სოციალური იზოლაცია, სიღარიბის ფემინიზაცია,გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი-პატარა გოგო მძიმე ისტორიით–ადრეული ქორწინების მსხვერპლია. ასეთია სპექტაკლ "აირწინაღის" თემატიკა.

რადიო "მარნეული
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები