მარნეულელი რეპერი "საქართველოს ვარსკვლავში"
მარნეულელი ახალგაზრდა რეპერი აფიგ ნოვრუზოღლუ (ნატო) მუსიკალურ კონკურს - მეგა შოუ "საქართველოს ვარსკვლავს" შეუერთდა.

რეპერმა შოუში გამოსვლით ჟიურის მოწონება მიიღო და კონკურსში დარჩენის შანსიც დაიმსახურა.

"კონკურსის გამარჯვებულები ევროვიზია 2019-შიც მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ ვიფიქრე, რომ რატომ არ უნდა მიეღო ერთ-ერთ აზერბაიჯანელს ამ კონკურსში მონაწილეობა და ამიტომ მეც შევუერთდი კონკურსს." - ამბობს აფიგ ნოვრუზოვი.

აღსანიშნავია, რომ მაყურებლის მიერ გამარჯვებული კონკურსანტები მონაწილეობას ევროვიზია 2019-ში მიიღებენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები