მარნეულელი რეპერი "საქართველოს ვარსკვლავში"
მარნეულელი ახალგაზრდა რეპერი აფიგ ნოვრუზოღლუ
(ნატო) მუსიკალურ კონკურს
-
მეგა შოუ "საქართველოს ვარსკვლავს" შეუერთდა.
რეპერმა შოუში გამოსვლით ჟიურის მოწონება მიიღო და კონკურსში დარჩენის
შანსიც დაიმსახურა.
"კონკურსის გამარჯვებულები ევროვიზია 2019-შიც მიიღებენ
მონაწილეობას. ამიტომ ვიფიქრე, რომ რატომ არ უნდა მიეღო ერთ-ერთ
აზერბაიჯანელს ამ კონკურსში მონაწილეობა და ამიტომ მეც შევუერთდი
კონკურსს." - ამბობს აფიგ ნოვრუზოვი.
აღსანიშნავია, რომ მაყურებლის მიერ გამარჯვებული კონკურსანტები
მონაწილეობას ევროვიზია 2019-ში მიიღებენ.
რადიო "მარნეული"