„ამ გზის ბოლო გაჩერება“ უფასოა
2018 წელს საქართველოში მოქმედება დაიწყო თეატრმა „ერამ“, რომელიც დღეს „მწვანე მთვარესთან“ ერთად, პროექტის ფარგლებში ერთობლივ სპექტაკლს წარადგენენ.

სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“, 24 იანვარს ქალაქ თბილისში „მსახიობთა სახლში“ გაიმართება.

სპექტაკლის პრემიერა ქართულ ენაზე იქნება და მასზე დასწრება თავისუფალია.

თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამის თეატრის მსახიობი, სპექკატკლის ავტორი და რეჟისორი ანარ რაფიგოღლუ ამბობს, რომ სპექტაკლის ბილეთები უფასოა და მაყურებლებს, სურვილის ქონის შემთხვევაში, შეუძლიათ მას დაესწრონ. რაფიგოღლუს თქმით ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდების გამო მიიღეს, ვინაიდან ახალგაზრდებსა და სტუდენტებს ბევრი ფული არ აქვთ.

რეჟისორი და მსახიობები თებერვალში მარნეულში, ბოლნისსა და გარდაბანში აზერბაიჯანულ ენაზე სპექტაკლის წარდგენისთვის ემზადებიან.

სპექტკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ „მწვანე მთვარეს“ საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი პროექტ „საქრთველოში მავნე ჩვევების შესახებ ინფორმირებულობის, ხელოვნების მეშვებობით ინფორმაციის მიწოდების“ ფარგლებში მზადდება.
სპექტაკლის ძირითადი თემა ნარკომანიას, ალკოჰოლიზმსა და სიგარეტზე დამოკიდებულებას შეეხება.

სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ: რაბილ ისმაილოვი, მენდერ სარდაროვი, ლამან მამედოვა და სალი ომაროვა.


რადიო „მარნეული“

Print