მარნეულის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობაში 65 118 ლარამდე დაიხარჯება
მარნეულში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობისათვის საქართველოს ტურიზმის ეროვნუმა ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო ცენტრი განთავსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 65 118 ლარია.

ტურზმის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს საჭირო ინფორმაციით.

ახორციელებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებას. ქმნის საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზას და უზრუნველყოფს მის მუდმივ განახლებას.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტენდერი 12 თებერვალს გამოაცხადა, რომელიც 7 მარტს დასრულდება. მასში გამარჯვებულმა კომპანიამ ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 98 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

ტურისტული ცენტრის მშენებლობაზე მუშაობა მარნეულის მერიამ 2017 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად მერიამ, 2017 წლის 29 დეკემბერს, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ დოკუმენტში მერიამ 977 ლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს ბოლო პერიოდში ტურისტული ობიექტები შეემატა.

სოფელ აღმამედლოში, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დამუშავებისას მახირ ნაბიევმა აღმოაჩინა.

ხოლო 5 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ,სოფელ კასუმლოს ძვ.წ. V-IV ათასწლეულის ენეოლითურ სადგომს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.




რადი
ო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები