„ჩემო თბილის ქალაქომ“ შაბან მამედოვს ვინიცაში პირველი ადგილი მოაპოვებინა
მარნეულელმა მომღერალმა შაბან მამედოვმა უკრაინის ქალაქ ვინიცაში „ოქროს ჩიტის“ ფესტივალზე გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.

შაბან მაედოვმა ფესტივალზე ქართული და უკრაინული მუსიკა იმღერა. ხმის ტემბრის საიძლიერის გამო, ჟიურიმ მამედოვი საუკეთესოდ შეაფასა და მან 3 ქვეყნის მონაწილეებთან ერთად ჩატარებულ ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შაბან მამედოვი 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ „ივერია ბრილიანტის“ ფესტივალზე გრამპრის მფლობელი გახდა, რის შემდეგაც ის უკრაინაში 9 აპრილს გამართულ კონკურსში მიიწვიეს.

შაბან მამედოვი საერთაშორისო ფესტივალებზე გრამპრის მფლობელი უკვე ოთხჯერ გახდა. მან სხვადასვა მუსიკალურ კონკურსსზე 8-ჯერ გაიმარჯვა და 50-მდე დიპლომი აიღო.

რადიო „მარნეული“

Print