სიახლე
მარნეულელები არჩევანს ძირითადად მხატვრულ ლიტერატურაზე აკეთებენ

დღეს, 23 აპრილის წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.


რადიო "მარნეული" დაინტერესდა თუ რა წიგნებს კითხულობს მოსახლეობა. ამისათვის ჩვენ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს ლანა ხეხელაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა, რომ მარნეულელები არჩევანს ძირითადად მხატვრულ ლიტერატურაზე აკეთებენ და გაცემული წიგნების დაახლოებით 90% არის მხატვრული ლიტერატურა.

2019 წლის სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) სტატისტიკური მონაცემებით დარეგისტრირებულლ მკითხველთა რაოდენობა 160 შეადგენს, დარბაზით 142 ადამიანმა ისარგებლა, ხოლო კომპიუტერით მოსარგებლეთა რაოდენობა 151 შეადგენს. გატანილი წიგნების რაოდენობას სამი თვის განმავლობაში 955-ია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით (იანვარი, თებერვალი, მარტი ) გატანილი წიგნების რაოდენობა 2019 წელს 293-ით გაიზარდა.
ლანა ხეხელაშვილის თქმით, სამომავლოდ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების შეძენას გეგმავენ.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა 2017 წლის 21 მარტს გაიხნა. ამ დროის განმავლობაში კი ბიბლიოთეკას არაერთი პროექტი, ღონისძიება თუ აქტივობა განუხორციელებია.

1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და მისი აღნიშვნდა დაიწყო 1996 წლიდან.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია