რამაზანის თვე დასრულდა
წელს რამაზანის თვე 6 – 7 მაისს დაიწყო და სრულიად მუსლიმები
მარხულობას შეუდგნენ.
რამაზანის თვეში ყველა მუსლიმი 29 დღის განმავლობაში მარხულობს და
ლოცულობს.
წელს რამაზანის დღესასწაული შევალის თვის 1 რიცხვში, 4 ივნისს
დაემთხვა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამაზანს შიიტებში და
სუნიტებში განსხვავებულად აღინიშნება. 4 ან 5 ივნისს იქნება
დღესასწაული.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 4 ივნისს , ჯუმე
მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზანი მიულოცა.
ისლამში წმინდა დღესასწაულებს შორის რამაზან-ბაირამი ერთ-ერთი
უმთავრესია. რამაზანის თვეში მარხულობა მუსლიმებს ჰიჯრს თარიღის მეორე
წელს (622 წელს) დაუწესდათ.
მუსლიმები დღესასწაულზე ერთად ლოცულობენ. ლოცვის შემდეგ კი ღესასწაულს
აღნიშნავენ და ერთად იკრიბებიან. დღესასწაულის მიზნებიდან ერთ-ერთი
ერთმანეთის ნახვა, ნათესავების მონახულება და შერიგებაა.
ამ დღეს გაჭირვებულები უნდა გაახარონ.