რამაზანის თვე დასრულდა

წელს რამაზანის თვე 6 – 7 მაისს დაიწყო და სრულიად მუსლიმები მარხულობას შეუდგნენ.

რამაზანის თვეში ყველა მუსლიმი 29 დღის განმავლობაში მარხულობს და ლოცულობს.

წელს რამაზანის დღესასწაული შევალის თვის 1 რიცხვში, 4 ივნისს დაემთხვა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამაზანს შიიტებში და სუნიტებში განსხვავებულად აღინიშნება. 4 ან 5 ივნისს იქნება დღესასწაული.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 4 ივნისს , ჯუმე მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზანი მიულოცა.

ისლამში წმინდა დღესასწაულებს შორის რამაზან-ბაირამი ერთ-ერთი უმთავრესია. რამაზანის თვეში მარხულობა მუსლიმებს ჰიჯრს თარიღის მეორე წელს (622 წელს) დაუწესდათ.

მუსლიმები დღესასწაულზე ერთად ლოცულობენ. ლოცვის შემდეგ კი ღესასწაულს აღნიშნავენ და ერთად იკრიბებიან. დღესასწაულის მიზნებიდან ერთ-ერთი ერთმანეთის ნახვა, ნათესავების მონახულება და შერიგებაა.

ამ დღეს გაჭირვებულები უნდა გაახარონ.

Print