მარნეულის კულტურის ცენტრი პოლონეთში სპექტაკლს წარადგენს
დღეს, 13 ივნისს, მარნეულის კულტურის ცენტრში სპექტაკლი, „აირწინაღი“ გაიმართა.
სპექტაკლის თემატიკა ძირითადად ნების საწინააღმდეგო ქორწინებას, ჩამორთმეული განათლების მიღების უფლებას, შეზღუდული პიროვნული განვითარების შესაძლებლობას და სოციალური იზოლაციას შეეხება. „აირწინაღის“ ჩვენებას მარნეულის ახლადარჩეული მერი ზაურ დარგალი დაესწრო და მნიშვნელოვნად შეაფასა.

„ზოგადად, ადრეულ ქორწინებაზე შესაძლოა ბევრი რამე ვთქვათ. ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა და მშობლები, რომლებიც თანხმდებიან ამას, არიან თავისი შვილების მტრები. ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს განათლება და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი“ - თქვა ზაურ დარგალმა.

სულ მალე მარნეულის კულტურის ცენტრი „აირწინაღს“ პოლონეთშიც წარადგენს. როგორც ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი ამბობს, ისინი გასტროლზე 22 ივნისს გაემგზავრებიან. 

„ვფიქრობ, ჩვენი დასი ძალიან ღირსეულად წარადგენს სპექტაკლს გასტროლზე. თეატრალური წარმოდგენა პოლონეთში, ქალაქ გდანსკში გაიმართება. პროექტი, რომელიც შემოგვთავაზა პოლონეთმა, ეს არის ახალგაზრდულ ფესტივალი „მოსტი“ და ჩვენ იქ ვართ საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენილი და გვაქვს იმის იმედი, რომ მათ მოლოდინს გავამართლებთ და ჩვენს პრაქტიკას ჩავიტანთ.“ - თქვა ნატო შავიშვილმა

დღევანდელ სპქტაკლს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და დაინტერესებული პირები. ასევე, მოწვეული იყო სპეციალური ჟიური, ვინაიდან, ,,კულტურის ცენტრი"-ს სპექტაკლი ,,აირწინაღი" თეატრალური პრემია ,,დურუჯი 2019" -ის კონკურსზეა წარდგენილი. გამარჯვებული შემოდგომაზე გამოვლინდება. 


Print