თუ ოცნება გაქვს, ნუ შეგეშინდება და ნუ გაექცევი მის განხორციელებას - 16 წლის მარნეულელი მხატვარი
16 წლის სენან ჯალილოვი სოფელ სადახლოში ცხოვრობს და იმავე სოფლის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.

ხატვის უნარით, სენანი თანატოლებისგან განსხვავდება. იგი უკვე 6 წელია რაც მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში მოქმედ ხატვის კურსზე მხატვრობის წვრილმანებს სწავლობს.

„პირველად 3 წლის ვიყავი როცა მანქანას ვახატავდი. მე-4 კლასიდან დაწყებისას უფრო ლამაზად დავიწყე ხატვა. ეს ინტერესი ჩემში დეიდისგან და დედისგან გაჩნდა. მატვრობისაკიენ მიდრეკილების გამო, მშობლემა გადაწყვიტეს, რომ 10 წლის ასაკში მარნეულში მდებარე ჩაის სახლში მიეყვანათ შვილი. უკვე 6 წელია რაც ხატვით ვარ დაკავებული“ - გვეუბნება სენანი

ახალგაზრდა მხატვრის თქმით, როცა ხატავს თავს ძალიან მშვიდად და კარგად გრძნობს. იგი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ადამიანის პორტრეტის ხატვისას ბაგეთა ხატვა უჭირს. მიუხედავად ამისა, სენანი მაინც ამბობს, რომ პორტრეი ყველაზე მეტად აინტერესებს. 16 წლის ბიჭი ადამიანის პორტრეტებს შეკვეთითაც ხატავს. პირველად მასწავლებლისთვის დახატული პორტრეტისაგან 25 ლარი მიიღო და ამ თანხით ახალი ფერები და კალამი იყიდა.

ახალგაზრდა მხატვარი ამბობს, რომ შემოდგომაზე მისი ნახატების გამოფენა, ჩაის სახლში, ჩატარდება.

მიუხედავა იმისა, რომ სენანს ხატვა ძალიან უყვარს, მომავალში არქიტექტორად გახდომა სურს.

რადიო „მარნეული“


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print