One Caucasus-ის ღონისძიების ორგანიზებისათვის მერია 27 864 ლარს დახარჯავს
ფესტივალ „ერთიან კავკასიის“ (One Caucasus) დაწყებამდე 20 დღეა დარჩენილი. მარნეულელებს, და არა მარტო, 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას, გაეცნონ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის კულტურას და დაისვენონ მარნეულის სოფელ წერაქვში.

ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაა. მერიამ ,,One Caucasus”-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის დღეს, 2 აგვისტოს, ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, მერია ფესტივალის ღონისძიების მომსახურეობაში 27 864 ლარს დახარჯავს.

ტენდრში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 10-დან 12 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ.

ფესტივალი „One Caucasus” მარნეულის სოფელ წერაქვში 22-25 აგვისტოს გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print