ქვემო სარალელი ბავშვების პირველი თოჯინების თეატრი
პირველი თოჯინების თეატრი სოფელ ქვემო სარალის ბავშვებმა დღეს , 17 აგვისტოს, გამართეს. ფესტივალ "ერთიანი კავკასიის" ფარგლებში ქვემო სარალელ ბავშვებს ვორქშოფს ოთხი დღის განმავლობაში უტარებდნენ. ბავშვებმა თეატრის თემა თავად შეარჩიეს და წინდებით შექმნილი თოჯინებით მშობლებსა და თანასოფლელებს ეკოლოგიური პრობლეების შესახებ ესაუბრნენ.

"ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ სხვადასხვა პერსონაჟები, ძირითადად ცხოველები, რომლებიც იკვებებიან ნაგავით და შემდეგ კვდებიან. ბავშვებს ამით უნდა ეჩვენებინათ, რომ ნარჩენების გადაყრა არ შეიძლება"
- ამბობს ფესტივალ Oნე ჩაუცასუს-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი და საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამის ხელმძღვანელი ლუდ რენო.




ესტივალის ფარგლებში გამართულ საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამაში სულ დაახლეობით 8 სოფლის 200 ბავშვი იღებს მონაწილეობას. როგორც ლუდ რენომ ჩვენთან საუბრისას თქვა, ბავშვები არ ანსხვავებენ ადამიანებს და ისინი გრძნობენ იმას, რაც მათ გულშია და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მათთან მუშაობა.

ბავშვების მიერ გამართული სპექტაქლი ფესტივალის წარმომადგენლებმა გადაიღეს. წარმოდგენის ვიდეო ვერსიას Oნე ჩაუცასუს-ის საფესტივალო ქალაქშიც აჩვენებენ.

ფესტივალზე დასწრება და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა 22-დან 25 აგვისტომდე პერიოდში, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში შეგეძლებათ.

რადიო "მარნეული"


Print