კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ყანჩელს ხშირად მიიჩნევენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კომპოზიტორად.

წლების განმავლობაში მას ისეთი ფილმებისთვის აქვს მუსიკა შექმნილი, როგორებიცაა: არაჩვეულებრივი გამოფენა, არ იდარდო, ფეოლა, როცა აყვავდა ნუში, შერეკილები, მიმინო, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი, მძევლები და ა.შ.

კინოსთან ერთად მისი შეუდარებელი კომპოზიციების მოსმენა შესაძლებელი იყო არაერთ სპეკტაკლში, მათ შორისაა – კავკასიური ცარცის წრე, შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ, აქ, ამ სავანეში და სხვა.





Print
თეგები: გია ყანჩელი