მარნეულში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ აღინიშნება
ხვალ, 5 ოქტომბერს, მარნეულში "ევროპის მემკვიდრეობის დღეები" აღინიშნება.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ აღსანიშნავი ღონისძიებები მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერსა და მარნეულის ბიბლიოთეკაში 11:30 საათიდან დაიწყება.

მარნეულის კულტურის ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულია, საბავშვო წიგნების გამოფენა, სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა თემაზე „ჩვენ ვხატავთ ევროპას“, მარნეულის მუნიციპალიტეტიში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ხალიჩების, ნივთებისა და სამკაულების გამოფენა და მარნულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სტუდიის „DA vinchi” ნამუშევრების გამოფენაა დაგეგმილი.

ღონისძიების აქტივობები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ ↓

11:30 სთ – სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისისა და მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩატარდება ლექცია თემაზე ,,ევროინტეგრაცია: მითები და რეალობა ევროპის შესახებ". ლექციას წაიკითხავს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის - სრული პროფესორი - გვანცა დავითაშვილი (ქ. მარნეულის ბიბლიოთეკა).

13:00 სთ – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერს და მის ერთერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნოველის "პატარა პრინცი"–ს საჯარო კითხვა. პრეზენტაცია მწერლის შესახებ, ნაწაროების ზოგადი მიმოხილვა. ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები წარმოადგენენ ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებს. (ქ. მარნეულის ბიბლიოთეკა).

14:00 სთ – თიხაზე და სკულპტურულ პლასტელინზე ძერწვის მასტერკლასი (ქ. მარნეულის კულტურის სახლის სკვერი).

14:00 სთ – სახის მოხატვა.

14:30 სთ – ფლეშ მობი– ევროპული ცეკვების ქორეოგრაფია (ქ. მარნეულის კულტურის სახლის სკვერი).

14:45 სთ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი მიმები და აკრობატები (ქ. მარნეულის კულტურის სახლის სკვერი)

15:00 სთ – კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდების კონცერტი (ქ. მარნეულის კულტურის სახლის სკვერი).

16:00 სთ – ფილმის „ ევროპა საქართველოში – დიუმას ნაკვალევზე“ ჩვენება (ქ. მარნეულის კულტურის სახლის ფოიე)



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია