ღვინის ფესტივალი მარნეულში (+ფოტო)
მარნეულში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშემოდგმო განწყობაა. სახელდახელოდ დუღდება თათარა, ივლება ჩურჩხელები, იწურება ღვინო, ცვხვება პური და ირგვლივ ფერადოვნება შეიმჩნევა.



მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში იმართება ღვინის ფესტივალი 2019 - „მარნეული- ვაზის აკვანი“. მარნეულის მერი ზაურ დარგალი ამბობს, რომ ფესტივალის გამრავალფეროვნებას კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყონ ხელი.

„ მარნეული მეოთხე წელია მასპინძლობს ღვინის ფესტივალს. მე, როგორც თითოეული მარნეულელი ვარ ამაყი იმით, რომ მარნეული არის ღვინის აკვანი და ზუსტად მარნეულიდან დაიწყო ეს პროცესი.  მარნეულის სახით დღეს საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ , ვცდილობთ რომ ეს ფესტივალი გახდეს უფრო მრავალფეროვანი და შემდეგი წლისთვის მინდა გითხრათ, რომ დაგეგმილი გვაქვს „გადაჭრილი გორის“ გადახურვა და ახალი მუზეუმის მშენებლობა.“



დღევანდელ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა. რომელიც ღვინის ფესტივალის ჩატრებას მარნეულში მნიშვნელოვნად აფასებს.    

„ საქართველო არის ღვინის და ვაზის სამშობლო და მარნეული არის სწორედ ის ადგილი, სადაც აღმოაჩინეს უძველესი წიპწები.  აღიარებულია, რომ ეს ვაზის და თანამედროვე ღვინის წარმოებისთვის ძალიოან მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული ღვინო, ქართული პროდუქცია იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე“



ღონისძიებაზე მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა. საზეიმოდ დაიწურა ყურძენი საწნახელში.

ასევე მოეწყო  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა. გაიმართა ქართული ჭიდაობის ტურნირი.





Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია