ახალგაზრდა მსახიობი თეატრ "ერას" წევრი გახდა
„ან მსახიობი უნდა იყო და ტყუილის თქმა შეძლო, ან ტყუილის თქმა უნდა მოახერხო და მსახიობი უნდა გახდე“ - გვეუბნება თეატრი ერას ახალგაზრდა მსახიობი იდრის რუსტამოვი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იდრის რუსტამოვი სოფელ ქვემო სარალში ცხოვრობს. ის უკვე რამდენიმე ხანია, რაც თეატრის დაინტერესდა და „ერას“ შეუერთდა. იდრისი ამბობს, რომ თეატრი ბავშვობიდანვე იტაცებდა.

რუსტამოვს პირველი გამოსვლა, 2014 წელს, თავისი დის ბლო ზარისათვის გამზადებულ პატარა სეცნაზე ჰქონდა და ის მამის როლს ასრულებდა. დაბალი მამის როლის შემსრულებელი რუსტამოვი ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯები რაც მსახიობობაში გადადგა მაყურებლებს ძალიან მოეწონა.

„პირველი ნაბიჯები რაც გადავდგი ამან ძალიან დიდ სტიმული მომცა და შემდეგ მეგობრებთან ერთად პატარა სცენები გავამზადეთ. ძალიან მრცხვენოდა, ამ მიზეზით ფარულად, ჩვენს შორის როლებს ვთამაშობდით და სცენებს ვამზადებდით“

შემდეგ, მისი მსახიობობის უნარი იდრისის მასწავლებლებმა აღმოაჩინეს და მისი სტუიმულირებისთვის სხვადასხვა უწყებებს მიმართა. მას შემდეგ იდრისმა საზოგადოებისთვის საინტერესო თემები მოიკვლია და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო.

იდრის რუსტამოვის ერთ-ერთი წარმატება ამ სფეროში ჯიპას „მედია ლაბის“ პროგრამაში ჩართვა იყო.
მის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ჯიპაში ბაკალავრის საფეხურის დაფინანსება მოიპოვა. მისი თქმით, ეს ჯილდო მისთვის მოულოდნელი იყო.

იდრისი აცხადებს, რომ თეატრი ერას შესახებ არ იცოდა. შემდეგ მან სოციალურ ქსელში ერას დამფუძვნებლებიდან ერთ-ერთის და თეატრის მხატვრულ რეჟისორს, ანარ რაფიგოღლუს „სტენდ აპ“ შოუს უყურა. ანარის სანახავად შოუზე დასწრება გადაწყვიტა, მაგრამ მსახიობობის სურვილის შესახებ მას ვერაფერი უთხრა. 

„უბრალოდ შორიდან ანარ რაფიგოღლუს ვუყურებდი, მაგრამ მისთვის ჩემი ინტერესის შეახებ არაფერი მითქვამს. მრცხვენოდა და შორიდან სტენდ აპს ვუყურებდი. არც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ანარ რაფიგოღლუსთან ერთ თეატრშუ ვიმუშავებდი და იგი ჩემი რეჟისორი გახდებოდა“

ახალგაზრდა მსახიობმა სოცილაურ ქსელში თეატრ „ერაში“ არსებულ სტაჟირების პროგრამაზე გაიგო და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. ოჯახის წევრებმა ურჩიეს, რომ უნივერსიტეტსა და სწავლაზე მოეხდინა კონცენტრირება, მაგრამ იდრისმა შანსის ხელიდან გაშვება არ ისურვა.

„სპექტაქლი ფილმზე ძალიან რთულია. ფილმში შეცდომას რომ უშვებ ახლიდან იღებ, მაგრამ სპექტაქლზე ამას ვერ შეძლებ. შენ ნამდვილად უნდა იცხოვრო და იგრძნო დადგმა“

იდრისმა „ერაში“ სტაჟირების გავლის შემდეგ თეატრში მსახიობად გააგრძელა მუშაობა. მისი სურვილია, რომ მომავალში განათლება ამ მიმართულებით მიიღოს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები