სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ მარნეულში ქართულ ენაზე გაიმართება

სპექტაქლი 17 ნოემბერს, 15:00 საათზე , მარნეულის კულტურის სახლში გაიმართება.

ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რეჟისორმა ანარ რაფიგოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ეს სპექტაკლი მარნეულში აზერბაიჯანულ ენაზე უკვე წარადგინეს. რაფიქოღლუ ამბობს, რომ სპექტაქლი მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატების რუსლან ჰაჯიევის და თამაზ ნავერიანის მხარდაჭერით ჩატარდება.

„ყველას ვეპატიჟებით, მოვიდნენ და ნახონ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ „თეატრი ერა“ არ არის ეთნიკური თეატრი. ჩვენს თეატრში აზერბაიჯანელ მსახიობებთან ერთად, ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ.“ - თქვა ანარ რაფიქოღლუმ და აღნიშნა, რომ იგივე სპექტაკლი ახლო მომავალში გარდაბანშიც ქართულ ენაზე გაიმართება. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

„ამ გზის ბოლო გაჩერება“ პირველად 24 იანვარს ქალაქ თბილისში შემდგომ ბათუმსა გარდაბანში, ასევე მარნეულსა და ბოლნისში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სპექტაქლის ძირითადი თემა მავნე ჩვევებსა და ნარკომანიას უკავშირდება.

მონაწილეობას იღებენ: რაბილ ისმაილოვი, მენდერ სარდაროვი, სალომე მარაკველიძე და მატი ისკენდეროვა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები