შაბან მამედოვი „რუსთავი 2“-ის პროექტ „დიდი სცენა“-ში მიიღებს მონაწილეობას
მარნეულელი ახალგაზრდა მომღერალი შაბან მამედოვი „რუსთავი 2“-ის პროექტ „დიდი სცენას“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია შაბან მამედოვის მამამ ფარილ მამედოვმა მოგვაწოდა. მისი თქმით, შაბანმა 18 ნოემბერს თბილისში ჩატარებული კონკურსის პირველ ტურში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

„გუშინ პირველ ტურში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის მიერ მოწონება დაიმსახურა, მეორე ტურში გადავიდა. 24 ნოემბერს იქნება მომდევნო ეტაპი. თუ ამ ეტაპზე შაბანი ათეულში მოხვდება მაშინ ფილარმონიაში გამართულ პირდაპირ ეთერში მიიღებს მონაწილეობას“ - ამბოვს ფარილ მამედოვი

შეგახსენებთ, რომ მარეულელმა მომღერალმა შაბან მამედოვმა 5 და 6 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალში საქართველო წარადგინა. შაბანმა სოლო გამოსვლით იმღერა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა. იმავე ფესტივალზე აზერბაიჯანი, ისრაელი, უკრაინა, გერმანია და სომხეთი იღებდნენ მონაწილეობას.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები