ორგანიზატორების მიერ გადადებული სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ 24 ნოემბერს გაიმართება
ორგანიზატორების მიერ გადადებული სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“, 24 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ თეატრი „ერა“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს. სპექტაკლის გადადების მიზეზებთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე ჯამალ მამედოვს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდებოდა. შემდგომ კი, მრავალი ცდის მიუხედავად, მას ვეღარ დავუკავშირდით.

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერების“ ჩატარება პირველად 24 იანვარს ქალაქ თბილისში, შემდეგ ბათუმში, გარდაბანში, მარნეულში და ბოლნისში დაიდგმა.

სპექტაკლი ნარკოტიკული საშუალებების ადამიანებზე მავნე ზიანს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ 24 ნოემბერს მარნეულში სპექტაკლი ქართულ ენაზე გაიმართება. მასზე დასწრება თავისუფალია. ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრის დროს სპექტაქლის სცენარისტმა და რეჟისორმა ანარ რაფუგოღლუმ განაცხადა.
რაფიგოღლუს თქმით, სპექტაკლი მარნულის მაჟორიტარი დეპუტატების რუსლან ჰაჯიევისა და თამაზ ნავერიანის მხარდაჭერით გაიმართება.

„სპექტაკლი მარნეულში პირველად აზერბაიჯანულ ენაზე წარვადგინეთ ახლა კი ქართულად იქნება. ყველას ვეპატიჟებით, მოდით და ნახეთ. ჩვენი თეატრი „ერა“ ეთნიკური არ არის. აქ აზერბიაჯენელბთან ერთად ქართველი მსახიობებიც მუშაობენ“ - ამბობს ანრ რაფიგოღლუ

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდაბანში სპექტაკლის მეორედ ჩატარება ქართულ ენაზეა დაგეგმილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ: რაბილ ისმაილოვი, მენდერ სარდაროვი, სალომე მარაკველიძე და მატი ისკენდეროვა.

რადიო „მარნეული“

Print