„შენი ისტორია, შენი იდენტობა იკარგება“ - სამირა ბაირამოვამ დედაენისადმი მიძღვნილი ლექსის შესახებ ისაუბრა
21 დეკემბერს თბილისში მდებარე მირზა ფეტელი ახუნდოვის სახლ მუზეუმში ახალგაზრდა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ აზერბაიჯანელი პოეტის ბეხტიარ ვაჰაბზადეს ლექსის „დედაენა“-ს ვიდეო პრეზენტაცია გამართა.

სამირა ბაირამოვას თქმით, ლექსი „დედაენის“ ვიდეოს სახით საზოგადოებისათვის წარდგენის მიზეზი აზერბაიჯანელების წარსულში დარჩენილი კულტურის, ენის და ცოდნის წარდგენა იყო. სწორედ ამ მიზეზით, ვიდეოში სამიდან 90 წლამდე პირები ლექაა ჰყვებიან.

„შენი ისტორია, შენი იდენტობა, შენი ენა იკარგება - ეს ყველაფერი ამ ვიდეოს შექმნის მიზეზი გახდა. ერთ-ერთ ისტორულ ტურზე ვიყავით წასული და ჩემმა მეგობარმა ელბრუს მამედოვმა შემომთავაზა, რომ ეს ლექსი წამეკითხა. იდეა პირვლად მას მოუვიდა აზრად და მეც შევთავაზე და ვუთხარი, რომ ლექსი მოეცა და მე მის სცენარს გავაკეთებდი. ფილმის ან სოციალური რგოლის გადაღების იდეა მქონდა. შემდგომ გადავწყვიდეთ რომ ვიდეო მოგვემზადებინა. ეს საზოგადოებისთვის მესიჯია, ვიფიქრე, რომ აზერბაიჯანელების ხსენებაზე ხალხს უცოდინრების ასოციაცია უჩნდებათ, მაგრამ არა! როგორც დაინახეთ სამიდან 90 წლამდე ყველა ადამიანი, ვინც ვიდეოში ჩანს, სხვადასხვა სფეროს ეკუთვნის“. - ამბობს სამირა ბაირამოვა

ბაირამოვამ აღნიშნა, რომ ვიდეოს გადაღების ძირითადი მიზანი დედაენის პოპულარიზაციაა და ფოქრობს, რომ ამ გზით მომავალი თაობა თავის ენას დაიცავს და შეინარჩუნებს.

„ეს უბრალოდ დასაწყისია და ამის შემდეგ ენასთან დაკავშირებით განსხვავებული და უფრო დიდი პროექტები გვექნება“

ვიდეოს შექმნას, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი და მხარდაჭერა გამოიწვია, 2 თვე დასჭირდა.

რადიო „მარნეული“



Print