"ჩერშენბეში" დანახული კულტურული მსგავსება - "სალამის" მესამე სამშაბათი პარლამენტთან
სამი კვირაა, რაც პლატფორმა სალამი ყოველ სამშაბათ დღეს პარლამენტის წინ ატარებს. აზერბაიჯანული საკრავი და „ჩერშენბესთვის“ დამახასიათებელი ატრიბუტები რუსთაველის გამზირზე გამვლელების ყურადღებას იქცევს. ამით სალამის წევრები ცდილობენ გამვლელებს საკუთარი ტრადიცია და კულტურა გააცნონ. სახელმწიფოს აჩვენონ, რომ „საქართველოს ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ნაწილია“.



„ჩვენ სწეორედ საქართველოს ნაწილად ვთვლით თავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი კულტურა არის საქართველოს კულტურა და ჩვენი მემკვიდრეობა არის საქართველოს მემკვიდრეობა. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ საქრთველომ, როგორც სახელმწიფომ აღიაროს ეთნიკური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობა, როგორც თავისი კულტურული მემკვიდრეობა“ - თქვა "სალამის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ელნურ ალიევმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაპირებებისა, ნოვრუზ ბაირამი უქმე დღედ ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული.

„სალამმა“ 10 მარტს ნოვრუზ ბაირამამდე აღსანიშნი ტრადიცია მესამე ქარის ჩერშენბე (სამშაბათი) აღნიშნა. რუსთაველზე კალათში ჩაწყობილი ფერადი კვერცხები და კანფეტები მიიტანეს. გამვლელებს კი ერთმანეთს აჯიბრებდნენ და ფერად კვერცხს ვინც პირველი გატეხავდა, იმას ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ. 



ელნური გვიყვება, რომ განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გუშინდელი დღე და ბევრი ემოციაც „წამოიღეს“

ჩვენ გუშინ ქარის შერშენბე აღვნიშნეთ, სადაც ფერადი კვერცხები მივიტანეთ. იცით რომ კვერცხი აღდგომის სიმბოლოცაა ქრისტიანულ სამყაროში და ძალიან ბევრს გაუკვირდა და გვითხრეს, რომ ჩვენ არც კი ვიცოდით , რომ თქვენ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე იგივენაირად რთავთ და ალამაზებთ კვერცხებს, ძალიან ბევრი რამე გვქონია საერთო და რა მაგარი რამე ყოფილა სტიქიური ძალების გამოღვიძების აღსანიშნავი ჩერშენბე" - თქვა სალამის წევრმა.


ელნური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების და გარემოს შექმნა,  სადაც ეთნიკური უმცირესობები და დომინანტური ჯგუფები შეიკრიბებიან, ერთმანეთს კი საკუთარ კულტურას და ტრადიციებს გაუზიარებენ.



„ჩერშენბე“ , ანუ სამშაბათი - ასე ჰქვია ტრადიციას, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე აღინიშნება.

ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია.

„ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

ძველი დროიდანვე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული „ცეცხლის სამშაბათით“ იყო ცნობილი. კოცონის ანთებას სპეციფიკური თავისებურება აქვს. ცეცხლი სითბოს ნიშანია. ამ დღეს ყველა სახლის ეზოში ტრადიციულად დიდ კოცონს ანთებენ, ცეცხლზე გადახტომით კი სურვილის ასრულებას იმედოვნებენ.

10 მარტს აღნიშნული ქარის ჩერშენბე პარლამენტთან:



თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები