თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატიული თეატრის თანაშრომლების გათავისუფლებაზე სამხატვრო დირექტორი განმარტაბესა აკეთებს

თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატიული თეატრის თანაშრომლების და დირექტორის მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით თეატრის სამხატვრო დირექტორი თურგაი ველიზადე განმარტებას აკეთებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ვალიზადემ თქვა, რომ თანამშრომლების განთავისუფლების მიზეზი მათი სამსახურში არგამოცხადებაა. მისი თქმით, ყოფილ თანამშრომლებს სამსახურში 6 თვის განმავლობაში არ უვლიათ.

„სამსახურში რომ არ დადიოდნენ ეს თეატრის სამუშაო პროცესს ხელს უშლიდა. შექმნილი ვითერსბის გათვალისწინებით ამ ადამიენბს შარშან, კანონის ფარგლებში, გაფრთხილება მივეცი. არანაირი შედეგი არ გამოიღო და ისევ არ მოვიდნენ სამსახურში. შემდეგ, შარშან წლის ბოლოს ისევ გაფრთხილება მივეცი. ამ წლის დასაწყისში კი კანონი რომ დაარღვიეს ხელფასიდან 50% დავუკავეთ. ამანაც არ გამოიღო შედეგი და თებერვლში ისინი უკვე სამსახურიდან განთავისფლდნენ. ყველა ნაბიჯი კანონის ფარგლებში დაიდგმა“ - აცხადებს თურგაი ველიზადე

თურგაი ველიზადეს თქმით, სამსახურიდან განთავისუფლებული თანამშრომლები ცდილობდნენ, რომ თეატრი დაშლილიყო.

„ნამიგ ჰაჯიევი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, რომ თეატრი დაღუპულიყო. ჩვენ ამას არასდროს არ დავუშვებთ. პირიქით, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატიული თეატრი სამაგალითო თეატრი რომ გახდეს, ამისთვის ბევრს ვიმუშავებთ“ - ამბობს ის

სამხატვრო დირექტორის თქმით, ამჟამად თატრში ვაკანტური ადგილებია, რომელსაც აზერბაიჯანელი მსახიობები და თანამშრომლები დაიკავებენ.

„სამომავლოდ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. ახალი სპექტაქლებით მაყურებლებს გავახარებთ და ასევე საზღვაგარეთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებს შევუერთდებით. ჩვენი თეატრი არამხოლოდ საქართველოში არამედ საზღვარგარეთაც იქნება ცნობილი“

თურგაი ველიზადემ აღნიშნა, რომ თეატრის დახურვის საკითხი არც კი განიხილება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები