ლაგოდეხში ბიძის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ლაგოდეხის სოფელ მსხალგორში ბიძის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ბიძა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით მოკლა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო: On
Print