მუსლიმებისთვის წმინდა მარხვის თვეს კორონავირუსის გამო შეკრებები მეჩეთში არ გაიმართება
რამადანი სავალდებულო და მნიშვნელოვანი მუსლიმური მარხვის თვეა. ისეთივე მნიშნელოვანი ,
როგორც ის ცნება, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი ალახის გარდა(ღმერთის გარდა), რომ მუჰამედი არის ღმერთის წინასწარმეტყველი, შემოწირულობა, ხუთჯერადი ლოცვა და, პილირგიმობა მექაში.

წელს რამადანის თვე მუსლიმურ განშტოებებში ერთი დღის განსხვავებით იწყება. სუნიტებში 24 აპრილს, შიიტებში კი 25 აპრილს. მარხვა კი 23-24 მაის დასრულდება.

მართმადიდებლური წესებისგან განხსვავებით, მუსლიმები რამადანის მარხვის დროს დღის განმავლობაში არ იღებენ, არც წყალს სვამენ. არ შეიძლება მოწევა, გართობა, სექსი. რაც მთავარია, მაზე ფიქრიც კი არ არის მიზანშეწონილი. დღის განმავლობაში მუსლიმი ლოცულობს. მზის ჩასვლიდან კი მორწმუნეები ისევ უბრუნდებიან ჩვეულ რითმს. საერთო ჯამში მორწმუნეების ცხოვრებაში არაფერი იცვლება, ისინი აგრძელებენ მუშაობას, სწავლას. მზის ჩასვლისას მორწმუნეს შეუძლია საჭმელი ჭამოს. მზის ჩასვლისთანავე საჭმლის პირველ მიღებას იფთარი ჰქვია.

ხშირად მორწმუნეები მზის ჩასვლამდე მეჩეთში ლოცულობენ. თუ მთელი კვირი განმავლობაში ამას ვერ ახერხებენ, ჯგუფური დიდი ლოცვა პარასკეობითაა - დჟუმა ნამაზი.
23 მარტიდან, როგორც კი საქართველოში ახლი კორონავირუსის პრევენციისათვის დაიწყო ბრძოლა, მეჩეთებიც დაიხურა მრევლისთვის.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ერთად შეკრება და თერავიჰის ნამაზის შესრულება, ასევე ჯუმე ნამაზის შესრულება, ვერ მოხერხდება. არც იფთრის სუფრებს გაიშლიან. მხოლოდ მუფტები და იმამები ინტერნეტის და მედიის მეშვეობით სისტემატიურად მიაწვდიან მუსლიმებს ინფორმაციას რამაზანის და ისლამის შესახებ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი აცხადებს, რომ მათ გადადეს მორწმუნეებთან ერთად ლოცვის ჩატარება, ასევე რამაზნის თვეში ერთად ნამაზის შესრულება.

„კარანტინის რეჟიმიდან გამომდინარე რეკომენდაცია მივეცით, რომ იფთრის სუფრების მაგივრად კარგი იქნებოდა, რომ გაჭირვებულ და ასევე იმ ოჯახებს დაეხმარონ ვინც მარხულობს“


სრულიად საქართვლოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს შეიხი და თავმჯდომარე სეიდ მირთაგი ასადოვი ამბობს, რომ მათ მთავრობის რეკომენდაციამე უკვე თავიანთი ნებით ჰქონდათ მეჩეთებში ლოცვა გადადებული. ის აღნიშნავს, რომ ეს აკრძალვა მანამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში დაავადება არ დასრულდება. სეიდ მირთაგი ასადოვმა აღნიშნა , რომ დაავადების გამო არც ერთი დიდი მასშტაბის ღონისძიება, ლოცვები არ ჩატარდება. ასევე, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მორწმუნეები სახლში ილოცებენ და იფთარსაც სახლში შეასრულებენ.

აღსანშნავია, რომ წელს რამაზანის დღესასწაული 23,24 და 25 მაისს დაემთხვევა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები