ახალი აზროვნების ინსტიტუტის პოეზიის კონკურსი დასრულდა
ახალი აზროვნების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული ლექსების კონკურსუ დღეს დასრულდა. კონკურსი 20 აპრილს დაიწყო.

ლექსების კონკურსში მონაწილეების ვიდეოები ახალი აზროვნების ფეისბუქ გვერდზე განთავსდება. ვიდეოების მოწონების რაოდენობის მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან.

ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი კამრან ეფენდიევი რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, რომ ორგანიზაციამ პირველი კონკურსი ზღაპრებთან დაკავშირებით გამოაცხადა, ხოლო შემდეგ, კონკურსში ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად ლექსების კონკურსიც გამოაცხადა.

ეფენდიევის თქმით, პოეზიის კონკურსში მარნეულელნა, ბოლნისელმა და თელაველმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ლექსები ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და რუსულ ენებზე წაიკითხეს.

„18 მაისს ყველაზე მეტატ ნახვის მქონე ვიდეოს ავარჩევთ და ფეისბუქზე დავდებთ. ხმის მიცემა 22 მაისამდე გაგრძელდება. ყველაზე მეტი მოწონების მქონე ვიდეო პირველ სამ ადგილს დაიკავებს და გამარჯვებულებს პრიზებს გადავცემთ“

კამრან ეფენდიევი აღნიშნავს, რომ ხელოვნების სხავადასხვა სფეროსთან დაკავშირებით ონლაინ კონკურსები მომავალშიც გაგრძელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები