მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 64
მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან
კოვიდ-19-ით 64 194 674 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 44 441
249 ადამიანი, 1 486 829 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 266 596 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე
ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი,
მეხუთეზე კი - საფრანგეთია.