კულტურის ცენტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართება
მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართება. როგორც ამავე ცენტრის ხელმძღვანელი ნატო შავიშვილი ამბობს, შეზღუდვების მიუხედავათ, სურთ, რომ მარნეულელების საახალწლო განწყობაზე იზრუნონ.

„იქნება ერთგვარი საახალწლო პროგრამა. საახალწლო ნომრებით, მილოცვებით, ჩართვბით ნაცნობ სახეებთან და ჩვენს გულშემატკივრებთან“

2021 წლის შესახვედრად, ონლაინ ღონისძიებისთვის მზადება კულტურის ცენტრმა უკვე დაიწყო.

საახალწლო განწყობა შეიმჩნევა მარნეულის ქუჩებშიც. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვის ხეს აწყობენ. როგორც მარნეულის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე გასული წლის მსგავსი იქნება და სავარუდოდ, 20 დეკემბრისთვის განათდება.


ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივიდან

აღსანიშნავია, რომ თანხა არ დაიხარჯება განათებაზე და მარნეულს გასული წლის ილუმინაციებით მორთავენ. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მერიას არც საახალწლო ღონისძიებების მოსახურეობის შესყიდვისთვის მოუწევს ტენდერის გამოცხადება.

ადგილობრივ თვითმმართველობას 2020 წლის შემობრძანება 300 000 ლარამდე დაუჯდა.

Print