ელნურ ველიზადეს ფილმის „ღრუბლების ცრემლები“-ს პრეზენტაცია გაიმართა - ვიდეო

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ღრუბლების ცრემლები“ რომლის იდეის ავტორი და რეჟისორი ელნურ ველიზადეა ფეისბუქის მეშვეობით მაყურებელს წარუდგინეს.

ფილმში ნაჩვენებია მცირეწლოვანი გოგო, რომელიც აკვირდება თუ როგორ ყრიან ადამიანები ქუჩაში ნაგავს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რეჟისორი აცხადებს რომ ფილმი რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით გადაიღო და მისი მიზანი ბუნებაში ნარჩენების გადაყრის შემცირებაა.

„ფილმი თბილისშია გადაღებული. ნარჩენებისგან განთავისუფლებისთვის გადავიღეთ. თემა სრულიად უკავშირდება ნარჩენებს და მათ მავნე ზიანს, რომელიც შეიძლება მოგვაყენოს. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს რომლებიც გულგრილები არიან ამ თემების მიმართ. ისინი ნაგავს 200 მეტრში მდებარე ურნაში კი არა მის გარშემო ყრიან. მერე ეს ნარჩენები მზის სხივებთან რეაქციაში შედის და გარკვეულ ზიანს გვაყენებს. ჩვენ შევეცადეთ რომ ეს თემა ხალხამდე მიგვეტანა“.

ფილმი გადაღებულია პროექტ „მართე ნარჩენები, დაიცავი გარემოს“ ფარგლებში, რომელიც მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის ავტორი არისვგულგუნ მამედცანლია.

ფილმის იდეის ავტორი და რეჟისორი ელნურ ველიზადეა. ფილმში თამაშობენ აილა სადიგი, ასუდე გურბანოვა, ჰასან ნაბიევი, მუსტაფა მუსტაფაევი, ადილ მემმედლი, როიალ ალიევი, ელნურ გულიევი, ელნურ ველიზადე. ოპერატორი - ალტუნ მუსტაფაევი.

ელნურ ველიზადე თეატრ „ერა“-ს მსახიობია.

რადიო „მარნეული“

 

Print