1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გარდაბანში სტუდია
"Beez Film"-ის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება, სიტყვით გამოსვლით, სტუდიის დამფუძნებელმა ბინალი
ისლამოღლუმ გახსნა და სტუმრებს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია
მიაწოდა.
შემდგომ, "Beez Film"-ის პატარა მსახიობებმა მოკლე სპექტაქლები
წარადგინეს.
სტუდია ბავშვების მონაწილეობით, სხვადასხვა სოციალურ პრობლემებთან
დაკავშირებით, ფილმებს გადაიღებს.
სტუდია "Beez Film"-ის გახსნის ცერემონიას რეგიონში მოქმედი
ორგანიზაციის წარმომადგენლები, პატარა მსახიობების მშობლები და
დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.