გარდაბანში სტუდია "Beez Film"-ის გახსნის ცერემონია გაიმართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გარდაბანში სტუდია "Beez Film"-ის გახსნის ცერემონია გაიმართა.



ღონისძიება, სიტყვით გამოსვლით, სტუდიის დამფუძნებელმა ბინალი ისლამოღლუმ გახსნა და სტუმრებს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შემდგომ, "Beez Film"-ის პატარა მსახიობებმა მოკლე სპექტაქლები წარადგინეს.

სტუდია ბავშვების მონაწილეობით, სხვადასხვა სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, ფილმებს გადაიღებს.

სტუდია "Beez Film"-ის გახსნის ცერემონიას რეგიონში მოქმედი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პატარა მსახიობების მშობლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print