აზერბაიჯანის მედიის ორი თანამშრომელი ნაღმზე აფეთქდა - VIDEO
აზერბაიჯანის ტელევიზიის „AzTV“-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჯის“ თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ქელბაჯარის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ. შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ინციდენტის დროს ავტომობილის მძღოლი ემინ მამედოვი და კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი დაიჭრნენ.




წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები