სოფელ კაპანახჩიში აშუღ ქამანდარის სახლ-მუზეუმი გაიხსნა (ვიდეო)

დღეს, 8 ივლისს, მარნეულის რაიონის სოფელ კაპანხჩიში, რემონტის შემდეგ, აშუღ ქამანდარ ეფენდიევის სახლ-მუზეუმის გახსნის ცერემონია გაიმართა.



სახლ-მუზეუმის გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ანარ ქერიმოვი, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თიქა-ს უფროსი სერქან დემირდაღი და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები, ასევე დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლები, სტუმრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ აშუღის მუსიკა მდიდრული ჰანგებით გამორჩევა, მათ ისაუბრეს სახლ-მუზეუმის გახსნის მნიშვნელობაზეც და აღნიშნეს, რომ ამდაგვარი კულტურული ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია.

სახლ-მუზეუმის ოფიციალურად გახსნის შემდგომ სტუმრებმა აშუღ ქამანდარის მუზეუმში არსებული ესპონანტები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმის რემონტი თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს (თიქა) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

აშუღ ქამანდარი აზერბაიჯანის აშუღთა ხელოვნების ერთ ერთი მოღვაწეა. ის "აზერბაიჯანის კულტურის მუსიკის" (1984) საპატიო ჯილდოთი და საქართველოს მარალი ღირსების ორდენით (1999) დაჯილდოვდა.

რადიო „მარნეული“

 

Print