მარნეულელი სალომე ხარშილაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
5 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში მერიის წარმომადგენლები მშვილდოსნებს შეხვდნენ მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
20-25 ივლისს ბათუმში მშვილდოსნობაში, კადეტებს შორის, „საქართველოს ჩემპიონატი“ და „საქართველოს თასის გათამაშება“ გაიმართა. ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის სპორტული სკოლის სპორტსმენები სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი. მათ  ერთი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. როგორც მარნეულის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი მამუკა ნავერიანი ამბობს, ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება სალომე ხარშილაძე, რომელიც რამდენიმე დღეში პოლონეთში იასპარეზებს.

“საქართველოს ჩემპიონი გახდა სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში და ის მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატზე, პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, რომელიც 8 აგვისტოდან 15- აგვისტომდე ჩატარდება. ასევე  ჩატარდა საქართველოს თასი, სადაც ჩვენმა სპორტსმენმა, თათა ნავერიანმა მეორე ადგილი აიღო. ორივე სპორტსმენს მიულოცეს ხელმძღვანელმა პირებმა ეს წარმატება და სალომეს ყველამ ერთად ვუსურვეთ წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე” - თქვა მამუკა ნავერიანმა

მიუხედავად იმისა, რომ სალომე მესამე წელია რაც მშვილდოსნობითაა დაკავებული, ის საქართველოს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. მან კადეტებს შორის ჩემპიონის სტატუსი წინა წელსაც მოიპოვა. მეორე წელია რაც მშვილდოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები