ციხის ადგილას კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონია მარნეულის თეატრის სპექტაკლით გაიხსნება
10 აგვისტოს ქალაქ თბილისში, ორთაჭალაში, პენიტენციური დაწესებულების ადგილას, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, კულტურის ცენტრი იხსნება.

კულტურის ცენტრის ოფიციალური წარდგენას მარნეულის თეატრი სპექტაკლით „მარინა რევია“ გახსნის. როგორც რადიო „მარნეულის“ გადაცემა „აქტუალურ თემაში“ საუბრისას სპექტაკლის რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ თქვა, „მარინა რევიათი“ კულტურის ცენტრის გახსნა კულტურის სამინისტრომ თავად შესთავაზა.

„ორთაჭალაში, სადაც ადრე იყო პენიტენციური დაწესებულება, კულტურის სამინისტროს ეგიდით იხსნება კულტურის ცენტრი და ჩვენ გვაქვს პატივი, რომ სწორედ ჩვენი სპექტაკლით, მარნეულის კულტურის ცენტრი ხსნის ამ პრეზენტაციას. ვფიქრობ, რომ ძალიან საპასუხისმგებლო ამბები ხდება ჩვენს თავს“ - გვითხრა გოჩა ხვიჩიამ

რეჟისორის განმარტებით, მარნეულის თეატრი აგრძელებს აქტიურ მუშაობას და სხვა სპექტაკლებთან ერთად „მარინა რევიას“ ჩვენებებს კიდევ გეგმავს. შემოდგომით თეატრალური სეზონი კვლავ გაიხსნება და მაყურებელს, რომელმაც აქამდე სპექტაკლის ხილვა ვერ მოახერხა, „მარინა რევიას“ ნახვის შესაძლებლობა ექნება.

რადიო „მარნეული“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია