მეცხრამეტე საუკუნის შენობის ახალი სიცოცხლე
არქეოლოგიით, კულტურული მემკვიდრეობით და არქიტექტურით დაკავებული 10-მდე ადამიანი აშშ-დან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან და გერმანიიდან მარნეულში, სოფელ შაუმიანში არსებულ ბიბლიოთეკასა და მელიქ-ფაშაევის სახლ მუზეუმში 3 აგვისტოს ჩავიდნენ.

სპეციალისტებმა 10 დღის განმავლობაში აღწერეს თუ რა სახის დაზიანებები აქვს შენობას და რა არის ის აუცილებებლი სამუშაობეი, რაც პირველ რიგშია განსახორციელებელი.

პროექტი მოიცავს მე-19 საუკუნის ისტორიული ნაგებობის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციას და მის დატვირთვას სხვადასხვა ახალი ფუნქციით. მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც კვლავ იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და სამუზეუმო სივრცე, ასევე მას დაემატება საკონფერენციო და სალექციო სივრცე, სამეცნიერო ლაბორატორია არქეოლოგიისა და მისი მომიჯნავე სპეციალობებისათვის, დამატებითი საგამოფენო სივრცე, ექსპერიმენტული არქეოლოგიის ბანაკი და სხვა.

ვრცლად:



Print