პატარა „ჩინოვნიკის“ მოგვარებული პრობლემები - გარდაბნელი მსახიობი ცვლილებებისთვის
ბინალ ისლამოღლო გარდაბნელი მსახიობია. პანდემიის პერიოდში, საკუთარი მუნიციპალიტეტის პრობლემების მოგვარება უჩვეულო ფორმით, ფილმის მეშვეობით გადაწყიტა. „მერი“ - ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, სადაც მთავარ როლს მისი შვილი, პატარა ისლამი ასრულებს. ფილმს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე პრობლემაც მოგვარდა. ბინალმა მეგობრებთან ერთად ახლა საბავშვო სტუდია გახსნა. ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ასწავილის თეატრისადმი, კინოსადმი და ლიტერატურისადმი სიყვარულს.



„ერთხელ, გარდაბანში გვქონდა სპექტაკლი. მეგობრები გვიყვებოდნენ, რომ როცა ჩვენ სცენაზე ვთამაშობდით, ერთ კაცს ტელეფონზე დაურეკეს და ჰკითხეს სად ხარო. უპასუხა, რომ ცირკში ვარო. ცირკი მოვიდა გარდაბანში და მაგას ვუყურებო. ჩვენი მიზანია ადამიანებს ვაჩვენოთ რა არის თეატრი. ადამაინებმა შეძლონ თეატრის და ცირკის გარჩევა. თეატრი არ არის ცირკი“ - ამბობს ბინალი

ვრცლად:

{{AUDIO}}
Print