აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე დაუბრუნა
აზერბაიჯანიდან სომხეთში კიდევ ხუთი სამხედრო ტყვე დაბრუნდა. სომხური მხარის ცნობით, ისინი სამშობლოში დაბრუნებისთანავე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ბაქო აცხადებს, სამხედრო პირებმა უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯაის საზღვარი ხოჯავენდის რაიონში 2020 წლის საომარი მოქმედებების დასრულებიდან მალევე. ბაქოს სასამართლომ თითოეულ მათგანს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ დრომდე აზერბაიჯანმა სომხეთს 113 ტყვე დაუბრუნა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

თავის მხრივ, საომარი მოქმედებების შემდეგ სომხეთმა აზერბაიჯანს 15 ადამიანი დაუბრუნა.

უცნობია, რამდენი სომხეთის მოქალაქე რჩება ტყვედ აზერბიჯანში. სომხური მხარე ბოლო დრომდე 150- მდე სამხედრო ტყვეზე საუბრობდა. ოფიციალური მონაცემებით, 44 დღიანი ომის დროს სომხეთის მხრიდან 3777 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 75 მშვიდობიანი მოსახლე, 243 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ბაქოს ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ომში 2895 ადამიანი დაკარგა.

44 დღიანი ომის შედეგად სომხურმა მხარემ მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. მოსახლეობის მესამედზე მეტს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებული რაიონების დატოვება მოუწია. ეს ტერიტორიები უკვე აზერბაიჯანს ეკუთვნის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია