თეატრი „ერა“ ახალი სპექტაკლის „სამოთხიდან მოსული წერილის“ პრემიერისთვის ემზადება
თეატრი „ერა“ ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლი სახელწოდებით „სამოთხიდან მოსული წერილი“ 9 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქალაქ თბილისში მდებარე ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გაიმართება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სპექტაკლის რეჟისორმა ანარ რაფიგოღლუმ განაცხადა, რომ სპექტაკლზე დასწრება მაყურებლისათვის უფასო იქნება.

„დიდიხნის პაუზის შემდეგ მოტივაციით ვბრუნდებით. ვიმედოვნებ, რომ კარგი სპექტაკლი გამოვა. მე მსახიობების მჯერა. ეს ორკაციანი სპექტაკლია, ანუ სპექტალს ორი მსახიობი ითამაშებს. ერთ-ერთი მათგანი თბილისის აზერბაიჯანული სახელმიწო დრამატიული თეატრის ყოფილი და გამოცდილი მსახიობი ბინელი ისლამოღლუა, მეორე კი ახალგაზრდა მსახიობი ელნურ ველიზადეა. მე ორივე მსახიობის მჯერა“

ანარ რაფიგოღლუს თქმით მათი მიზანი სპექტალიდან შემოსავლის მიღება არ არის.

„სპექტაკლი გაამრჯვების დღესასწაულის პირველი წლისთავისადმია მიძღვნილი. სპექტალის ძირითადი თემა პატრიოტიზმი და სამშობლოსთვის თავგანწირვაა. ეს ეროვნულ სულის, სამშობლოს ეხება. სპექტაკლში არცერთი ქვეყნის სახელს არ იხსენებენ. ეს სპექტაკლი ჩვენ ქართველ მეგობრებსაც შეუძლიათ ითამაშონ.“

სპექტაკლის რეჟისორის და პიესას ავტპრის თქმით, მათ შეუძლიათ სპექტაკლი მომავალშიც უფასოდ ითამაშონ, რადგან სპექტაკლი არა მატერიალური, არამედ მორალური ღირებულებებისთვისაა შექმნილი.

„ორი წელია პანდემიის გამო სცენას დავშორდით. ჩვენი ძირითადი მიზანი სცენაზე დაბრუნება იყო. მსახიობი სცენის გარეშე ვერ ჩერდება. უკვე სცენაზე გასვლამდე რამდენიმე დღე დარჩა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ისევ შეზღუდვებზე საუბრობენ. ჩვენ ისევე ვინარჩუნებთ მოტივაციას. დიდი სურვილით ვეზადებით ამ სპექტაკლის პრემიერისთვის“.

სპექტაკლის პრემიერა ააზერბაიჯანის დიასპორის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება და ის აზერბაიჯანულ ენაზე იქნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები