მარნეულში საბავშვო თეატრმა „ბიზი“ „ტყის კომედიის“ წარმოდგენა გამართა
მარნეულში საბავშვო თეატრ „ბიზის“ მიერ მომზადებული „ტყის კომედიის’ წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლი 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, მარნეულის კულტურის სახლში ჩატარდა.

სპექტაკლში ბავშვების მონაწილეობამ მაყურებლის მხრიდან დიდი ინტერესი დაიმსახურა.

გარდაბანში მოქმედმა საბავშვო თეატრმა სპექტაკლი ცნობილი ქართველი კლასიკოსის ვაჟა ფშაველას პიესის „ტყის კომედიის“ მიხედვით მოამზადეს.

სპექტაკლში თამაშობდნენ - ზეჰრა აკიფი, ნურაი ახმედოვა, წეიმურ მურადოვი, ამილ ჰასანოვი. რაბია ახმედოვა, ნური კურბანოვი, აზამეფენდიევა, ისლამ აკიფი, ნეჯათი ალიევი, მილანა ალიევა, ონურ მურადოვი, სამირ აზიზოვი, მარიამ ალიევა.

სპექტაკლის რეჟისორია, საბავშვო თეატრი ბიზის სამხატვრო რეჟისორი, ბინელი ისლამოღლუ, მხატვარი აზმუს, კოსტიუმების მხატვარი კი მაჰნურ ენვერია.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

საბავშვო თეატრი „ბიზი“ საქართველოში პირველი აზერბაიჯანულენოვანი დამოუკიდებელი ბავშვთა თეატრია. გარდაბანში მოქმედი თეატრის მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში თეატრის, მუსიკის, ხატვის და ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი ინტერესის გაღვიძება, კადრების მომზადება, ქართული და აზერბაიჯანული კულტურების პოპულარიზაცია და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები