თამარისში სოფლის დღესასწაული ,,მოსავლის თვე“ აღნიშნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში სოფლის დღესასწაული "მოსავლის თვე" აღნიშნეს. როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზურა ხაფთანმა განაცხადა სოფლის დღესასწაულის მიზანი, სოფლად მცხოვრები ადამიანების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს მომღერალთა გუნდმა "ჰუჯაბი" , ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა "იბერია" და ,,ენგური" და სხვა. ასევე გაიმართა მარნეულში წარმოებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ადგილზე მისულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელების ამოვლებაში, დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და ღვინო, სტუმრებს საშუალება მიეცათ შეეძინად ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი აქსესუარები, სამკაულები და ა.შ.

სოფლის დღესასწაული ,,მოსავლის თვე" მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცემტრის ინიციატივით გაიმართა და როგორც კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს სამომავლოთ აღნიშნული დღესასწაული სოფელ წერეთელშიც იგეგმება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები