ჩინეთში ყველაზე ასაკოვანი ვაქცინირებული 106 წლისაა
ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინაცია 106 წლის მამაკაცმა გაიარა. ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული აცრილი დადამიანი გახდა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა, ჩჟენ ჩჟუნვეიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ჩინელმა ექიმებმა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს 500 მილიონზე მეტი აცრა გაუკეთეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინურმა ვაქცინებმა ხანდაზმულებში უსაფრთხოების მაღალი დონე აჩვენა. გარდა ამისა, ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებში გვერდითი მოვლენების სიხშირე გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე 18-59 წლის ადამიანებში.

დღეისათვის ჩინეთში სადაც მოსახლეობა 1,41 მილიარდს შეადგენს, ვაქცინაცია 1,1 მილიარდზე მეტმა ადამიანმა დაასრულა. ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ვაქცინები ფარმაცევტული კომპანიების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მიერ არის შექმნილი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები