სოფელ წერეთელში ,,ზამთრის ფესტივალი“ გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ,,ზამთრის ფესტივალი" გაიმართება. ღონისძიება სოფლის საფეხბურთო მოედანზე მოეწყობა და საკონცერტო ნომრების გარდა ადგილზე იქნება სამეწარმეო ბაზრობაც, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც ადგილობრივ მეწარნეებს ექნებათ სხვადასხვა პროდუცია გამოტანილი. მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა რადიო ,,მარნეულთან" განაცხადა, რომ სოფელ წერეთლის შემდეგ ცენტრალური ღონისძიებაც იგეგმება.

,,ღონისძიება დაიგეგმა 24 დეკემბერს 17:00სთ/დან 19:00სთ/მდე. ადგილზე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, იქნება მუსიკალური ნომრებიც. ამის შემდეგ გაიმართება ცენტრალური ღონისძიება წინა საახალწლოდ, მაგრამ დეტალები ჯერ დაზუსტებული არ გვაქვს და ამიტომ ზუსტი თარიღი უცნობია". -განაცხადა შავიშვილმა.

მსგავსი ღონისძიება სოფლის დღესასწაული ,,მოსავლის თვე"" კულტურის ცენტრის ინიციატივით, 29 ნოემბერს სფელ თამარისშიც გაიმართა

Print