გარდაბნელი ქალის მიერ სახლში შექმნილი მუზეუმი - ფოტო

გარდაბნის სოფელ ბირლიკის მკვიდრმა ნოვრასტა გასანოვამ საკუთარ სახლში პატარა მუზეუმი შექმნა.

გასანოვა გარდაბნის სოფელ კალინინის საჯარო სკოლაში აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურას უკვე 35 წელია ასწავლის, თავისუფალ დროს კი მუზეუმის განვითარებაში ხარჯავს. მის კოლექციაში რამდენიმე ისტორიული ნივთი შედის.

გასანოვა აღნიშნავს, რომ ყველა ერის წარმომადგენლის ვალდებულებაა რომ ეროვნულ-მორალური ღირებულებები დაიცვას, ამიტომაც მან საკუთარი სახლის ეზოში ისტორიის ამსახველი მუზეუმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მუზეუმის შექმნის მიზეზი ისტორიული, ეროვნული ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.

გასანოვამ რადიო მარნეულთან საუბრისას გამოაცხადა, რომ მუზეუმში არსებული ძველი ნივთების უმრავლესობა მისი ოჯახის წევრებს, ბებიას და ბაბუას ეკუთვნის. მას მუზეუმებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბაქოში უმაღლესი განათლების მიღების დროიდან ჰქონდა. თავისუფალ დროს ქვეყნის ისტორიას იკვლევდა და მუზეუმებს სტუმრობდა.

„ზოგი ნივთები შევკრიბე და მუზეუმი შევქმნეი. მიზანი მუზეუმის უფრო გაფართოება და ამ მუზეუმის მომავალი თაობებისთვის გადაცემაა. მე არ დავიღლილვარ, თუ ადამიანი სამქეს ინტერესით ეკიდება უნდა, რომ ეს საქმე გააკეთოს და თუ მიზანი აქვს, მას ბევრი სირთულეები არ შეხვდება. საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევიც იყო მუზეუმში და ძალიან მოეწონა“.

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ისტორიულ თემაზე გაკვეთილების დროს მოსწავლეები საკუთარ სახლში მიჰყავს და ექსპონანტებით ცდილობს მათთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებას.

სხვა ქვეყნებში არსებლი მუზეუმების შესახებაც ვაწვდი მოსწავლეებს ინფორმაციას. ვუხსნი, თუ რა მნიშვნელობას ატარებენ მუზეუმები ადამიანებისათვის და ამ ინფორმაციას დიდი ინტერესით იღებენ“

ნოვრასტა გასანოვას თქმით, მისთვის ხშირად შეუთავაზებიათ მუზეუმის ექსპონანტების გაყიდვა, მაგრამ არასდროს დასთანხმებია. ნოვრასტანი ახლა მუზეუმის ოფიციალურად დარეგისტრირებაზე ფიქრობს.


 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print